ზივზივაძის 90 წუთი, გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს

0
7

„ჰაიდენჰაიმმა“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 27-ე ტურში შინ ლევერკუზენის „ბაიერთან“ უხვგოლიანი ფრე ითამაშა – 3:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და კარში ერთხელ დაარტყა, მაგრამ მეკარეს ბურთი დაჭერა არ გაჭირვებია. მატჩის 22-ე წუთზე სტუმრები ტილმანმა დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე შიკმა „ბაიერის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
56-ე წუთზე ბეჰრენსმა ერთი ბურთი გაქვითა, 72-ე წუთზე კი პიერინგერმა ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე შიკმა დუბლი შეასრულა, რასაც პიერინგერმა ასევე დუბლით უპასუხა.
„ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
„ჰამბურგი“ გასვლაზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 2:3 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ჰამბურგი“ 30 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი