მიქაუტაძე „სოსიედადთან“ საუკეთესო იყო – მეცხრე გოლი ლა ლიგაში

0
14

გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ გადასვლის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. 29-ე ტურში „ვილიარეალმა“ თავის მოედანზე „რეალ სოსიედადი“ 3:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად დაასახელეს.
შეხვედრის მე-7 წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და კომესანიამ თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, ხოლო კარის წინ მდგომმა ხერარდ მორენომ ერთი შეხებით გაიტანა.
მე-15 წუთზე მიქაუტაძემ მოედნის ცენტრში პასი მოლეიროს გაუკეთა, რომელმაც ხერარდ მორენომ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ „ვილიარეალის“ კაპიტნის დარტყმული ბურთი რემირომ მოიგერია, თუმცა, მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მე-20 წუთზე მოლეირომ ცენტრიდან დაწყებული რეიდი საჯარიმოში შეჭრით და დარტყმით დაასრულა – მეკრემ ბურთი უკუაგდო, ხოლო მიქაუტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
23-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო და მოედნის ცენტრთან მისულმა პასი პეპეს გაუკეთა, რომელიც საჯარიმოში ორ მცველს გაუმკლავდა და ზუსტი დარტყმით გაიტანა. 73-ე წუთზე მიქაუტაძემ სტუმართა ნახევარზე მცველს გაექცა და მეკარესთან მარტო დარჩენილმა კარს ააცილა. ის 77-ე წუთზე „რეალ სოსიედადის“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მეკარეს ვერ აჯობა. 79-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან პედრასას გადაცემის მერე, კარის წინ გახსნილმა მიქაუტაძემ ვარდნაში დაარტყა და ბურთი მიზანს აცდა.
მიქაუტაძე 89-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. გიორგი ესპანეთის თასზე 3-ჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. გარდა ამისა, მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ჩატარებულ 7 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.