„ექსელსიორმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ეგოიანია, ნიდერლანდების ერედივიზიონის 28-ე ტურში სტუმრად აუტსაიდერ „ჰერაკლესთან“ 1:1 ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრის 23-ე წუთზე მასპინძლები სხეპერმანმა დააწინაურა, ხოლო 57-ე წუთზე საპასუხო ბურთი სანჩეს ფერნანდესმა გაიტანა.
„ექსელსიორი“ 27 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.
ლაშა თაბაგარი




