ლუკა ლოჩოშვილმა საკლუბო კარიერაში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ნიურნბერგმა“ შინ „კაიზერსლაუტერნი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მცბელმა თავის კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.
მატჩის მე-2 წუთზე იუსტვანმა კუთხური ჩააწოდა და ლოჩოშვილმა თავით ანგარიში გახსნა. 58-ე წუთზე მასპინძლებიდან პენალტი მარხიევმა გამოიყენა. 83-ე წუთზე „ნიურნბერგის“ კიდევ კიდევ ერთი კუთხურის შემდეგ, მეტოქის ფეხიდან ბურთი საჯარიმოში ლოჩოშვილს მიუვიდა, რომელიც ერთ მცველს გაცდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან გაიტანა. ლუკა სრულიად დამსახურებულად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის „ნიურნბერგში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და მეორე ბუნდესლიგაში ნათამაშებს 26 შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა. „ნიურნბერგი“ 36 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




