კიტეიშვილმა და მამაგეიშვილმა „ზალცბურგთან“ ვერ მოიგეს

0
2

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და ოთარ მამაგეიშვილი გამოდიან, ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში შინ „ზალცბურგს“ ვერ მოუგო – 1:1.
განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – კიტეიშვილი შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო მამაგეიშვილმა მოედანი 70-ე წუთზე დატოვა.
მატჩის 32-ე წუთზე სტუმრები ვერტესენმა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გორენც სტანკოვიჩმა გაათანაბრა. კიტეიშვილმა 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„შტურმი“ 23 ქულით 6-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი