ძებნიაურის გამარჯვების გოლი უზბეკეთში

0
5

თორნიკე ძებნიაურმა თერმეზის „სურხონში“ გადასვლის შემდეგ, უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში „სურხონი“ სტუმრად „ნასაფს“ შეხვდა და ქართველი ნახევარმცველის გოლით გაიმარჯვა. ძებნიაური სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. ძირთადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მან მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელისგან მიიღო ბურთი, რომელიც ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი კარში გადაგზავნა.
ძებნიაური უზბეკეთში სადებიუტო სეზონს ატარებს. მანამდე, 26 წლის ფეხბურთელი თბილისის „ლოკომოტივში“, „იბერიაში“, ყაზახეთის „ჟენისში“ და საგარეჯოს „გარეჯში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი