„დინამომ“ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი დაიმატა

0
12

თბილისის „დინამომ“ ინგლისელი ნახევარმცველი ჯოშ ონომა დაიმატა. 28 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ყველაზე ტიტულიან კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
ონომა ბოლოს ინგლისის რანგით მესამე ლიგის ბინადარ „ბლეკპულში“ გამოდიოდა, სადაც 2024-2025 წლების სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე, ის „ტოტენჰემში“, ბირმინგემის „ასტონ ვილაში“, „შეფილდ უენსდეიში“, „ფულემში“ და „პრესტონში“ თამაშობდა.
ონომამ ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2014 წელს ევროპის ჩემპიონათი მოიგო, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2017 წელს მსოფლიო პირველობის ოქროს მედლებს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი