„ფროზინონემ“ შინ მოიგო – კვერნაძე ამჯერად შეცვლაზე

0
12

„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე თამაშობს, იტალიის სერია B-ს 31-ე ტურში შინ „ბარის“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-2 წუთზე „ბარი“ რაომ დააწინაურა, ხოლო ექვს წუთში ფინიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 53-ე წუთზე სტუმრად კარი კორადომ აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„ფროზინონეს“, რომელიც სერია A-ში დაბრუნებისთვის იბრძვის, 62 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი