ჭიჭინაძის პირველი გოლი სეზონში

0
12

ანრი ჭიჭინაძემ ნამანგანის „ნოვბახორის“ შემადგენლობაში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში „ნოვბახორი“ სტუმრად „კოკანდს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა. „ნოვბახორში“ დებიუტი მცველ გიორგი ჯგერენაიას ჰქონდა, რომელიც თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.
„კოკანდში“ შეუცვლელად ითამაშა უკანახაზელმა ანდრო გიორგაძემ, ხოლო ნახევარმცველი შოთა გვაზავა მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა.
ლაშა თაბაგარი