ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ყველა წყვილი ცნობილია

0
18

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ყველა წყვილი გაირკვა. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონამ“ სტუმრად „ნიუკასლთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო სახლში მეტოქე 7:2 გაანადგურა და 1/4-ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. “ბარსელონას” პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი 41 გუნდს გაუტანა. გარდა ამისა, 37 წლის და 209 დღის ასაკში ლევანდოვსკი ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში დუბლი შეასრულა. მან ფილიპო ინძაგის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში „რეალთან“ ორი გოლი 37 წლისა და 86 დღის ასაკში გაიტანა.
თავის მხრივ მადრიდელებმა შინ ლონდონის „ტოტენჰემს“ 5:2 აჯობეს და მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე 2:3 დამარცხდნენ, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
„ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ 7 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში მადრიდში 14 აპრილს ჩატარდება.
მიუნხენის „ბაიერნმა“ პირველ შეხვედრაში სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ 6:1 გაანადგურა, ხოლო შინ 4:1 სძლია და 1/4-ფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. მიუნხენელები პირველ მატჩს მადრიდში 7 აპრილს გამართავენ, 14 აპრილს კი მეტოქეს შინ დაუხვდებიან.
„ლივერპული“ პსჟ-სთან პირველ თამაშს 7 აპრილს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს შედგება.
ლისაბონის „სპორტინგი“ ლონდონის „არსენალს“ 7 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში 14 აპრილს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი