„ლივერპული“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი 1/8-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად სტამბოლის „გალათასარაიასთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ სახლში 4:0 მოიგო და ტუნრირში ასპარეზობას განაგრძობს.
„ენფილდზე“ ჩატარებულ შეხვედრაში „ლივერპული“ სრულად დომინირებდა და 25-ე წუთზე კუთხურის შესრულებიდ დროს მაკალისტერმა პასი საჯარიმოში სობოსლაის გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე სალაჰმა პენალტი ვერ გაიტანა – მეკარემ მოიგერია.
51-ე წუთზე მაკალისტერის დაწყებული კომბინაცია სალაჰმა გააგრძელა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში მოძებნა ეკიტიკე, ამ უკანასკნელმა კი ახლო მანძლიდან მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 53-ე წუთზე სალაჰის დარტყმული ბურთი მეკარემ უკუაგდო, თუმცა გრავენბერხმა ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
62-ე წუთზე სალაჰმა „კედელი“ ვირცთან გაითამაშა და დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა. ის პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეთა კარი 50-ჯერ აიღო.
„ლივერპული“ პსჟ-სთან პირველ თამაშს 7 აპრილს სტუმრად ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს შედგება.
ლაშა თაბაგარი





