ნეიმარი: „იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს“

0
12

„სანტოსის“ თავდამსხმელი ნეიმარი ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის შეკრებაზე არ გამოიძახა.
„ამას აქ ვიტყვი, რადგან უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს. თუმცა, კონცენტრირებულად მუშაობას განვაგრძობ – დღიდან დღემდე, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, მატჩიდან მატჩამდე. ჩვენს მიზანს მივაღწევთ. ნაკრების საფინალო შემადგენლობა ჯერ კიდევ წინაა“ – იუწყება ნეიმარის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 მარტს საფრანგეთთან ისპარინგებს, ხოლო 1 აპრილს – ხორვატიასთან.
ლაშა თაბაგარი