ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ს კარლო ანჩელოტის მიაჩნია, მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე საუცხოოდ ითამაშებს.
„ვინისიუსს მნიშვნელოვანი მატჩები არასოდეს „ჩაუგდია“. არ მახსოვს არცერთი მეოთხედფინალი ან ნახევარფინალი, რომელიც ვინისიუსმა მაღალდ დონეზე ვერ ითამაშა. შესაძლოა, ვალენსიაში გაცხარდა და კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ მნიშვნელოვან შეხვედრებში ასე არასოდეს მოქცეულა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ნაკრებში იქნება, მსოფლიო ჩემპიონატზე საუცხოოდ ითამაშებს.
ვინისიუსი ბრაზილიელია და ასეთივე ხასიათი აქვს. ბრაზილიელები ხალიასიანის და ძალიან თავმდაბალი ადამიანები არიან. ბრაზილიის ფეხბურთის კონფერდერაციაში ან ჩემს ნაცნობებში არცერთი ცხვირაწეული ადამიანი შემხვედრია. ვინისიუსი თავმდაბალი, ხალისიანი და ძალიან ნიჭიერია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური გამოცემა Marca.
ლაშა თაბაგარი





