უსმან დემბელე: „კონტრაქტის არგახანგრძლივების მიზეზს ვერ ვხედავ“

0
7

უსმან დემბელე „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის არგახანგრძლივების მიზეზს ვერ ხედავს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად „ჩელსისთან“ გასამართ საპასუხო მატჩამდე განაცხადა.
„კონტრაქტის არგახანგრძლივების მიზეზს ვერ ვხედავ, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ახალი კონტრაქტის პირობებს კლუბის ხელმძღვანელები და ჩემი აგენტი განიხილავენ. ასეთ საკითხებში კარიერის დაწყებიდან არ ვმონაწილეობ“ – იუწყება საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის ნათქვამს RMC Sport.
„ოქროს ბურთის“ მოქმედმა მფლობელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მას პსჟ-სთან მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი