გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე პასი მიითვალა. 38-ე ტურში უოტფორდელები სტუმრად „სტოკ სიტის“ შეხვდნენ და 1:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმს შეუცვლელად ითამაშა და 81-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, კიერუმგორს გაატანინა. მის მსგავსად მოედანზე ორი ტაიმი გაატარა ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ. „უოტფორდი“ 52 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





