ლაშა დვალმა სოფიის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ, ბულგარეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 26-ე ტურში სოფიელები სტუმრად ვარნას „სპარტაკს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 69-ეზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დვალმა დაიწყო შეტევა, რომელიც ცსკა-სთვის 3 ქულის მომტანი გოლით დასრულდა. დვალი ცსკა-ს გასული წლის შემოდგომაზე შეუერთდა და ბულგარეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლის გარდა, 2 საგოლე პასი მიითვალა. ცსკა 50 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





