ბუდუ ზივზივაძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 26-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 80 წუთი გაატარა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე კალიმუენდომ გაიტანა. „აინტრახტი“ 73-ე წუთზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან კოხმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს. „ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ლაშა თაბაგარი





