ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. შეხვედრის გმირი ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე აღმოჩნდა, რომელმაც კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
შეხვედრის მე-20 წუთზე ტიბო კურტუას ზუსტი პასის შემდეგ, მადრიდელთა კაპიტანი მაღალ სისწრაფეზე სტუმართა ნახევარზე ჯერ მცველს გაცდა, შემდეგ კარიდან გამოსულ დონარუმას და ანგარიში გახსნა. 27-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორის გადაცემის შემდეგ, ვალვერდემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი გაიტანა. 42-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა მანჩესტერელთა საჯარიმოში ვალვერდე მოძებნა, რომელმაც ბურთი მცველს თავს ზემოთ გადაუგდო და მიწაზე დაუშვებლად ბადეში შეაგდო. 58ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა პენალტი შეასრულა და დონარუმამ ბურთი მოიგერია.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველ ტაიმში სამი გოლი მეოთხედ გაიტანა. მადრიდელებმა 2014 წლის შემდეგ ეს პირველად მოახერხეს. მადრიდელებმა ბოლო 6 მატჩიდან „სიტის“ 3 მოუგეს, 2 ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ. „რეალი“ საპასუხო შეხვედრას მანჩესტერში 17 მარტს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





