„სპორტინგის“ მარცხი ნორვეგიაში – ქოჩორაშვილი განაცხადს მიღმა

0
14

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში ლისაბონის „სპორტინგი“ სტუმრად ნორვეგიის „ბოდო-გლიმტს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტრავმას მკურნალობს და ამიტომ განაცხადში არ იყო.
შეხვედრის 32-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში ფეტმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ჰაუგემ საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ ბლუმბერგი გაიყვანა, რომელმაც თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 71-ე წუთზე ჰაუგე მარცხენა ფლანგიდან პორტუგალიელთა საჯარიმოში შეიჭრა და კარის გასწვრივ პასი ჰოგს გაუკეთა, რომელმაც მცველს დაასწრო და გაიტანა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ლისაბონში 17 მარტს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი