კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ საფეხბურთო ცენტრში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის 27-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა აუტი მოაწოდა და ბურთი პირდაპირ მასპინძლების საჯარიმოში ჩააგდო, სადაც გამოსვლაზე რუსი მეკარე არსენ სიუკაევი შეცდა, ხოლო ლუკა ქაფიანიძემ ანგარიში გახსნა.
83-ე წუთზე ბათუმელმა ფეხბურთელმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი და „სამგურალმა“ შეტევა დაიწყო, რომლის დროს ნიკა ხორხელმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბრაზილიელმა ველისოლმა მცველებს დაასწრო, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:1.
სამი ტურის შემდეგ, გიორგი ონიანის გაწვრთნილი „სამგურალი“ 5 ქულით 10 გუნდში მეორეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა 2 ქულა აიღეს და მეშვიდე პოზიციაზეა არიან. თუმცა. მათ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.
სამგურალი 1:1 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





