კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია

0
5

ხვიჩა კვარაცხელია უეფას ვერსიით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან 1/8-ფინალის პირველ მატჩში პსჟ-მ სახლში ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა. ის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ შეიყვანეს.
მიმდინარე კვირის ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა („რეალი“).
მცველები: ისმაილ იაკობსი („გალათასარაი“), რობერტ ანდრიხი („ბაიერი“), რობენ ლე ნორმანი („ატლეტიკო“), იოსიფ სტანიშიჩი („ბაიერნი“).
ნახევარმცველები: სონდრე ფეტი („ბოდო-გლიმტი“), მარიო ლემინა („გალათასარაი“), ფედერიკო ვალვერდე („რეალი“).
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), მაიკლ ოლისე („ბაიერნი“), ხულიან ალვარესი („ატლეტიკო“).
კვარცხელია უეფას მიერ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზეა წარდგენილი ფედერიკო ვალვერდესთან („რეალი“), ხულიან ალვარესთან („ატლეტიკო“) და მაიკლ ოლისესთან („ბაიერნი“) ერთად.
ლაშა თაბაგარი