ზარია “დინამოში” დაბრუნდა

0
15

გიორგი ზარია კარიერას თბილისის “დინამოში” განაგრძობს. რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ალმათის “ქაირათში” გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში ყაზახეთის პრემიერლიგა და თასი მოიგო. ის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და თავის დროზე ბათუმის “დინამოშიც” გამოდიოდა. აქვე გეტყვით, რომ “დინამომ” თბილისის ” იბერიადან” იჯარით ახალგაზრდა ნახევარმცველი დანიელ ქვარცხავა დაიმატა.
ლაშა თაბაგარი