ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის პირველ ტურში საგოლე გადაცემა მიითვალა. “შანდუნმა”, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის “ლიაონინგი” 3:0 დაამარცხა. ყაზაიშვილმა სასტარტოში ითამაშა და მერვე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მეკარესთან პირისპირ თანაგუნდელი გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ყაზაიშვილი ჩინეთში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან 30. მატჩში 27 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგის 8 თამაშში თავი 4 – ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





