ბორჯღალოსნებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, რუმინეთი 53:30 დაამარცხეს და 15 მარტს ფინალში მე-18 ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ამასთან, ბორჯღალოსნებმა შეინარჩუნეს „მუხებთან“ საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი და ჯამში ის მე-20-ედ შემართეს (6-ჯერ რუმინეთმა). სულ კი საქართველომ რუმინეთს 31 შეხვედრიდან 21-ედ აჯობა (ერთი ფრე), მე-10-ედ ზედიზედ და შესაბამისად, მადრიდში გასამართი ფინალური მატჩის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდმა დერეფანი მოუწყო ქართველ ცენტურიონებს – ალექსანდრე თოდუას და შალვა მამუკაშვილს, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს. თოდუას 122, ხოლო მამუკაშვილს 103 კეპი აქვთ მოხვეჭილი და ქართული რაგბის გულშემატკივარს მათი თამაშები დიდხანს ემახსოვრება.
რუმინეთთან თავისი 103-ე კეპი მოიხვეჭა და მამუკაშვილს გაუტოლდა ვასილ ლობჟანიძე. რუმინეთთან თავისი პირველი სანაკრებო მატჩი ჩაატარა და ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა მიხეილ შიოშვილმა, რომელიც შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა.
რუმინელებს გავუტანეთ 8 ლელო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა მივიღეთ 30 ქულა და შესაბამისად, სარეკორდო გამარჯვება (56:6) ვერ გავაუმჯობესეთ. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის მსოფლიო თასზე, საქართველო და რუმინეთი ერთ ჯგუფში არიან და გარკვეულწილად ეს შეხვედრა ერთგვარ რეპეტიციად მოიაზრებოდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე ჯალაღონია გახდა.
მეორე ნახევარფინალში პორტუგალიამ ესპანეთს 26:7 აჯობა და შესაბამისად, 15 მარტს ფინალში პორტუგალიას შევხვდებით.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ნახევარფინალი. 8 მარტი
თბილისი. „ავჭალა“. 3 000 მაყურებელი
საქართველო – რუმინეთი 53:30 (15:9)
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 21. მიხეილ შიოშვილი (ტულონი); 22. მიხეილ ალანია (ორიაკი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
8 ლელო: მეტრეველი, ტაბუცაძე, საღინაძე, ჯალაღონია, მატკავა, შიოშვილი, საჯარიმო, კახოიძე
4 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე





