ბითაძის ზედიზედ მეოთხე მოგება

0
20

საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქმა” ნბა-ს რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ფლორიდელების იოლი “ნადავლი” ამჯერად მილუოკელი “ხარირმები” შეიქნენ. მეჯიქელებმა ოთხივე პერიოდი მოუგეს შინ მოთამაშე “ბაქზს” და საბოლოოდ 39 ქულიანი უპირატესობით 130:91 იმარჯვეს.
გოგა ბითაძემ მილუოკელთა პარკეტზე 8 წუთი გაატარა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში 7 ქულას 5 მოხსნა (ორი მეტოქის ფარზე) და ორი შედეგიანი გადაცემა მიამატა.
35 მოგებითა და 28 მარცხით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. ფლორიდელებს მომდევნო მატჩის ჩატარება 12 მარტს, ლებრონ ჯეიმსის მშობლიურ გუნდ “კლივლენდ კავალიერზთან” უწევთ.