ლუკა სილაგაძემ „პოდბრეზოვას“ შემადგენლობაში სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 22-ე ტურში „პოდბრეზოვამ“ „პრეშოვი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა. ის 61-ე წუთზე შეცვალეს. სილაგაძე „პოდბრეზოვას“ ზამთარში შეუერთდა და გოლის გატანამდე, განვლილ მატჩებში 2 საგოლე პასი შეასრულა.
„პოდბრეზოვა“ 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





