კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა „რუსთავმა“, რომელსაც გია ცეცაძე წვრთნის, 8 ფეხბურთელი დაითხოვა. ამის შესახებ რუსთაველთა პრესსამსახური იუწყება:
„საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს: ლევან შოვნაძემ, გილერმე სილვა სოუზამ, ლუკა ჩოხელმა, ამირან დევიძემ, გიორგი ჯალაღონიამ, ზაურ სიჭინავამ, როინ ოდიშელიძემ და თორნიკე გულიაშვილმა.
მადლობას ვუხდით მათ გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“.
ლაშა თაბაგარი





