ონიანის რევანში ყოფილ გუნდთან

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში გიორგი ონიანის გაწვრთნილი წყალტუბოს „სამგურალი“ სტუმრად „გაგრას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
მატჩის 43-ე წუთზე თავის ნახევარზე მყოფმა ზურაბ ჭავჭანიძემ ცუდად დაუბრუნა მეკარეს ბურთი, რომელიც ბრაზილიელ კლაუდიო სებოლინიას „ჩააბარა“, ამ უკანასკნელმა კი მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ონიანი სწორედ „გაგრას“ ავარჯიშებდა, რომელიც ოქტომბერში გაუშვეს და სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩით შეცვალეს.
გაგრა 0:1 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი