„ნიურნბერგი“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში სტუმრად ბერლინის „ჰერტას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მე-20 წუთზე მასპინძლები ბრეკალომ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე საპასუხო ბურთი ბააკმა გაიტანა. 88-ე წუთზე ბრეკალომ დუბლი შეასრულა და ამ გოლმა მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა.
„ნიურნბერგი“ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
გერმანიის პირველი ბუნდესლიგის 24-ე ტურში „ჰამბურგმა“ „ლაიფციგი“ მიიღო და 1:2 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ჰამბურგი“ 26 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





