სიერა-ლეონეს ნაკრების მცველი “სამგურალში”

0
4
სამგურალმა” სიერა-ლეონეს ნაკრების ცენტრალური მცველი აბდულ ქაბია დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი წელი ბელარუსულ ბრესტის ,,დინამოში” თამაშობდა.
მანამდე, ქაბია ისრაელის ჩემპიონატში გამოდიოდა, სადაც ,,ჰაპოელ კფარ-საბასა” და ,,რამათ ჰაშარონის” ღირსებას იცავდა. მას თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 8-ჯერ უთამაშია.
მის გარდა, გუნდმა 20 წლის მარჯვენაფლანგელი ნიკა ცეცხლაძე დაიმატა. ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის ,,დინამოს” აღზრდილია, რომლის ახალგაზრდულ და ძირითად გუნდში უთამაშია, ბოლოს კი ,,თელავის” ღირსებას იცავდა.

ლაშა თაბაგარი