ეგოიანის გუნდის ზედიზედ მესამე მარცხი

0
6

„ექსელსიორმა“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ირაკლი ეგოიანია, ნიდერლანდების ერედივიზიონში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. 25-ე ტურში „ექსელსიორი“ შინ „გო ეჰეად იგლზს“ შეხვდა და მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე ტენგსტედტმა გაიტანა. „ექსელსიორი“ 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზე დაიქვეითდა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.
შვეიცარიის სუპერლიგის 27-ე ტურში “ლოზანა” შინ “ბაზელთან” 1:2 დამარცხდა. მასპინძლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ 67-ე წუთიდან ითამაშა. “ლოზანა” 30 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი