ოთარ კიტეიშვილი ბარძაყის კუნთის ტრავმის მორჩენის შემდეგ, გრაცის „შტურმს“ დუბლით დაუბრუნდა. ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში გრაცელები სტუმრად „ვოლფსბერგს“ შეხდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
67-ე წუთზე კიტეიშვილმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შემაცირა. იმ მომენტისთვის „ვოლფსბერგი“ მოედანზე კაცნაკლული იყო, რადგან 61-ე წუთზე უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მცველმა დიაბატემ მიიღო.
73-ე წუთზე კიტეიშვილმა პენალტი შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ქართველმა დამატებაზე ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მან მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ის ბუნდესლიგაში საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს „ჰარტბერგის“ თავდამსხმელი ელიას ჰაველთან იყოს. მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა თასზე 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი შეაგდო, ხოლო ევროპა ლიგის ფაზის 7 თამაშში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ზალცბურგს“.
ლაშა თაბაგარი





