„ატრომიტოსში“ ლუკა გუგეშაშვილი დებიუტი საუცხოო აღმოჩნდა. საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში ათენურმა გუნდმა „პანეტოლიკოსს“ უმასპინძლა და 1:0 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები იგებდნენ, მატანს პენალტი აუღო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ბაკუმ გაიტანა. ცნობისთვის, პაოკ-მა გუგეშაშვილი „ატრომიტოსში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
„ატრომიტოსი“ 27 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





