„სენტ-ეტიენი“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში გასვლაზე „პოს“ შეხვდა და 3:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-3 წუთზე სტუმრები სტასენმა დააწინაურა. პირველი ტაიმის შუაწელში დავითაშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია. 64-ე წუთზე სტასენმა დუბლი მიითვალა და საგოლე კომბინაციაში ქართველი აქტიურად მონაწილეობდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე სტუმრებიდან თავი დუფუსმა გამოიჩინა.
„სენტ-ეტიენს“ 46 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





