გაბრიელ სიგუა გამოჯანმრთელდა და „ლოზანაში“ ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ შვეიცარიელები უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ვერ გავიდა. პლეი-ოფის პირველი მატჩი „ლოზანამ“ სტუმრად ჩეხეთის ოლომოუცის „სიგმასთან“ 1:1 დასრულდა, ხოლო სახლში 1:2 წააგო.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, რომელმაც მანამდე ზედიზედ 9 თამაში გამოტოვა, მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. სტუმრები 22-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 35-ე წუთზე გაიტანეს. ჩეხებმა 44-ე წუთზე შვეიცარიელების კარი კიდევ ერთხელ აიღეს და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
სიგუამ კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8-ჯერ ითამაშა და 1 გოლის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





