მორჩილაძე კონფერენს ლიგის 1/8-ფინალშია

0
10

„რიეკა“, რომელსაც თორნიკე მორჩილაძე მიმდინარე ზამთარში შეუერთა, უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში გავიდა. ხორვატებმა 1/8-ფინალში მოსახვ3ედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად კვიპროსის „ომონია“ 1:0 დაამარცხეს, ხოლო სახლში მეტოქეს 3:1 სძლიეს.
რიეკაში ჩატარებულ მატჩში ქართველ შემტევ ნახევარმცველს არ უთამაშია, რადგან პირველ დაპირისპირებაში შეცვლაზე შესულ,ა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
ხორვატიაში გამართული თამაშის მე-13 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში „რიეკამ“ სამი უპასუხო ბურთი გაიტანა და ტურნირში გამოსვლას განაგრძობს.
ლაშა თაბაგარი