ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “მალიორკას” მარტინ დემიკელისი გაწვრთნის. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული გუნდის 45 წლის ექსნახევარმცველმა ხაგობა არასატე შეცვალა, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში დაითხოვეს.
დემიკელისი ბოლოს მექსიკის “მონტერეის” წვრთნიდა, რომლიდან 2025 წლის მაისში დაითხოვეს. მანამდე, ის სამშობლოში “რივერ პლეიტს” ავარჯიშებდა, რომელსაც არგენტინის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა.
ფეხბურთელობისას დემიკელისი “რივერ პლეიტში”, “ბაიერნში”, “მალაგაში”, “ატლეტიკოში”, “ესპანიოლში” და “მანჩესტერ სიტიში” გამოდიოდა. მან მიუნხენელებთან ერთად ოთხჯერ გერმანიის ბუნდესლიგა და თასი მოიგო, ხოლო “სიტის” შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, პლუს ორჯერ ლიგის თასი აღმართა. დემიკელისმა არგენტინის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 51 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





