ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო. 21-ე ტურში ბრატისლაველები სტუმრად „რუჟომბეროკს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები მე-9 წუთზე ფილამ დააწინაურა, ხოლო 48-ე წუთზე მარკოვიჩმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 54-ე წუთზე „სლოვანი“ უმცირესობაში დარჩა, რადგან პოკორნი უხეშობისთვის გააძევეს. 68-ე წუთზე სტუმრები წინ ბარსეგიანმა გაიყვანა. 82-ე წუთზე „რუჟომბეროკიდან“ თავი მურგაშმა გამოიჩინა.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 42 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
რუმინეთის სუპერლიგის 28-ე ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ გასვლაზე „უნირეას“ 3:0 აჯობა. გამარჯვებულებში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „უნივერსიტატია“ 56 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





