„ატლანტა იუნაიტედი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის ახალი სეზონის პირველ მატჩში სტუმრად „ცინცინატისთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე დენკეიმ გაიტანა. ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედში“ მეოთხე სეზონია გამოდის. მან გასულ სეზონში MLS-ში 33-ჯერ ითამაშა და 7 საგოლე პასი გააკეთა,
ლაშა თაბაგარი





