სვანაძე ნაკრების კანდიდატებს ანთალიაში აკვირდება

0
7

სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ანთალიაში იმყოფებიან, სადაც ქართული კლუბების ნაწილი ახალი სეზონისთვის ემზადება.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი რამაზ სვანაძესთან ერთად ქართული კლუბების ამხანაგურ მატჩებს ესწრება. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 21-წლამდე ნაკრების კანდიდატებს აკვირდება.
სფფ-ის წარმომადგენლები უკვე დაესწრნენ “მეშახტეს”, “სამგურალის”, “იბერია 1999”-ის, “გაგრას”, თბილისის “დინამოს” და “რუსთავის” ამხანაგურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში დავით მუჯირი და რამაზ სვანაძე კიდევ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწრებიან.
ლაშა თაბაგარი