გიორგი ბერიძემ „უიპეშტის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-19 ტურში უიპეშტელები სტუმრად „ნირედჰაზას“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მიმდინარე წლის პირველ ოფიციალურ მატჩში ბერიძე „უიპეშტის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში დაარტყა – 0:1. ქართველი შემტევი ნახევარმცველი 74-ე წუთზე შეცვალეს.
32-ე წუთზე ედომვონიმ პენალტი ვერ გაიტანა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა. „ნირედჰაზადან“ 45-ე წუთზე თავი კვასინამ გამოიჩინა. 52-ე წუთზე მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ ბერიძის გუნდმა ამით ვერ ისარგებლა.
28 წლის ქართველმა ამ სეზონში ჩემპიონატში 18-ჯერ ითამაშა და 2 გოლის შეგდების გარდა, 1 საგოლე პასი გააკეთა. „უიპეშტი“ 23 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





