ეგოიანის „ექსელსიორმა“ ზედიზედ მეხუთედ წააგო

0
0

ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორი“ ნიდერლანდების ერედივიზიონში ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დამარცხდა. ამჯერად, როტერდამელები უქულოდ  შინ „გოუ ეჰედ იგლზთან“ დაპირისპირებაში დარჩნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ტენგსტედტმა 72-ე წუთზე გაიტანა.
„ექსელსიორმა“ ბოლო 5 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 20 გაუშვა. როტერდამელებს ზედიზედ 8 თამაშია არ მოუგიათ. ბოლოს „ექსელსიორმა“ 5 სექტემბერს გაიმარჯვა. „როტერდამელები“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი