„დუნაისკა სტრედამ“, რომლის ერთ-ერთ ლიდერად მიმდინარე სეზონში გიორგი გაგუა ჩამოყალიბდა, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში შინ „კოშიცე“ 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-7 წუთზე სტუმრები კაკაუმ დააწინაურა. სამ წუთში საჯარიმოში მყოფი გაგუას დარტყმის შემდეგ, ბურთი სტუმართა ერთი მცველის ფეხიდან მეორეს თავში მოხვდა და კარში აღმოჩნდა. საბოლოოდ ავტოგოლი დიმუნს ჩაეთვალა. მე-20 წუთზე „კოშიცედან“ გოლი მარაშმა გაიტანა.
79-ე წუთზე ანგარიში საფრანკომ გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე მასპინძლებიდან საბოლოოს წერტილი რამადანმა დასვა.
„დუნაისკა სტრედას“ 38 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა – მოქმედ ჩემპიონ ბრატისლავას „სლოვანს“ 10 ქულით ასწრებს.
25 წლის გაგუამ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის პირველობაზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან სლოვაკეთის თასზე ერთხელ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ შეხვედრაში თავი ასევე ერთხელ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





