ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის’“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი უგოლო შეხვედრა ჩაატარა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ „ლავალი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა, რომელიც სასტარტოში სტაბილურად ვეღარ ხვდება, თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.
79-ე წუთზე დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა, მაგრამ ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა. მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა ლიგა 2-ში გამართულ 11 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. „სენტ-ეტიენი“ 28 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





