„მეცმა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში სტუმრად „ლორიანთან“ ქულა აიღო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ წიტაიშვილი იყო, რომელმაც მოედანზე 84 წუთი ჩაატარა, ხოლო აბუაშვილი თამაშში არ ჩართულა.
შეხვედრის 29-ე წუთზე „მეცი“ სანემ დააწინაურა, ხოლო 73-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი დიენგმა გაიტანა. „მეცი“ 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





