„კიოლნი“, რომლის დაცვის წამყვან ფიგურად ლუკა ლოჩოშვილი იქცა, გერმანიის თასის 1/8-ფინალში ითამაშებს. 1/16-ფინალში კიოლნელებმა შინ ბერლინის „უნიონი“ 5:0 გაანადგურეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ამჯერად დაასვენეს.
მატჩის 32-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ელ მალამ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე სტუმრების კარი მაინამ აიღო. მე-60 წუთზე ელ მალამ დუბლი შეასრულა. 78-ე წუთზე „კიოლნიდან“ თავი იოჰანესენმა გამოიჩინა. 88-ე წუთზე საბოლოო წერტილი სებულონსენმა დასვა.
ლაშა თაბაგარი





