რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაუშვეს

0
35

რუბენ ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. გუნდს დროებით მანჩესტერელთა ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეჩერი გაწვრთნის, რომელიც მანამდე 18-წლამდელებს ავარჯიშებდა.
ამორიმი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2024 წლის 1 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა და ტიტული არ მოუგია. გასულ სეზონში მან მანჩესტერელები ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც „ტოტენჰემთან“ 0:1 დამარცხდნენ. მისი მწვრთნელობის პერიოდში „იუნაიტედმა“ ყველა ტურნირში 63 მატჩი ჩაატარა – 25 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 23 წააგო. მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ, მანჩესტერელებმა 31 ქულა დააგროვეს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.
40 წლის ამორიმი ინგლისში გადაბარგებამდე, 2020 წლიდან ლისაბონის „სპორტინგს“ თავკაცობდა, რომელსაც პორტუგალიის ჩემპიონატი 2-ჯერ მოაგებინა – 2021 და 2024 წელს. ცნობისთვის, “სპორტინგი” 2021 წელს ჩემპიონი 19-წლიან პაუზის შემდეგ გახდა. მანამდე, ამორიმი “ბრაგაში” მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი