მამუკელაშვილის 17 ქულა „პორტლენდთან“ წაგებულ შეხვედრაში

0
5

სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურით ნბა-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლოს ანეჯელესებმა „პორტლენდს“ უმასპინძლეს და 129:136 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. მან 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიან პასი და 1 დაფარება მიითვალა.
მამუკელაშვილმა 4-დან 3 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოში ჩააგდო. პირველი ტაიმის მიწურულს სანდრომ 3-ქულიანი „ბაზერ ბითერი“ ჩაიწერა თავის ანგარიშზე.
„ლეიკერსში“ ყველაზე შედეგიანი სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი იყო 41 ქულით, 9 შედეგიანი პასით და 5 მოხსნით. „პორტლენდიდან“ 23-23 ქულა ჯა მორანტმა და დენი ავდიამ მიითვალეს.
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 3 მოგებითა და 1 წაგებით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი