მორჩილაძე კარიერას ხორვატიაში განაგრძობს

0
20

თორნიკე მორჩილაძემ თბილისის „დინამოდან“ ხორვატიის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „რიეკას“ მიაშურა.
23 წლის შემტევი ნახევარმცველი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ხოლო 2023 და 2024 წლებში იჯარით თელავში გამოდიოდა. ის გასული სეზონის წინ „დინამოში“ დაბრუნდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. „რიეკა“ 24 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი