„მილანმა“ გერმანიის ნაკრების ფორვარდი დაიმატა

0
9

ნიკლას ფიულკრუგი მიმდინარე სეზონს „მილანში“ დაასრულებს, სადაც ლონდონის „ვესტ ჰემმა“ გაანათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მილანელებს გერმანიის ეროვნული ნაკრების 32 წლის თავდამსხმელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ფიულკრუგი „ვესტ ჰემში“ 2024 წლის აგვისტოში დორტმუნდის „ბორუსიადან“ გადავიდა, მაგრამ ახალ კლუბში მისი კარიერა ვერ აეწყო. გერმანელმა ფეხბურთელმა ლონდონელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ის ბუნდესნაკრებში 2022 წლიდან თამაშობს და 24 მატჩში 14 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი